Saturday, March 1, 2014

დღე მეცხრე

    დღეს კიდევ  ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ბლოგს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე  განვათავსეთ სასურველი ვიდეო იუთუბიდან ბლოგის მთავარ გვერდზე. დავრწმუნდით  რომ დავასრულეთ ყველა ჩვენი დავალება ამ ეტაპზე. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ უკვე ავტვირთავთ ფოტო და ვიდეო მასალებს.
     შესვენების შემდეგ დავიწყეთ პრეზენტაციების წარდგენა.  თავისთავად  ყველა პროექტი  საინტერესო იყო .თვალს მივადევნებ მონაწილეების ბლოგებს და გავეცნობი ვიდეო მასალებსაც, ეს მართლაც მაინტერესებს. ანუ როგორ შეისხავს პროექტი ხორცს.
      არ შემიძლია არ ავღნიშნო: გიორგის დაუზარელი შრომა, ის არ ზოგავდა ძალას და ენერგიას ჩვენი განვითარებისთვის.
      დიდი მადლობა გიორგის, როგორც პროფესიონალს და როგორც საუკეთესო ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებას. მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ.

Sunday, February 23, 2014

დღე მერვე

         დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვამზადეთ ასატვირთად დრაივზე. ძველი ატვირთული მასალები კი წავშალეთ . ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე, სადაც ახალ ჩანართში  შევინახეთ.  შემდეგ ცალკე ავტვირთე პრეზენტაცია ბლოგზე და გამოვაქვეყნე. შვცვალე ბლოგის დიზაინიც. ერთ დღეც და დასრულდება ჩვენი ტრენინგი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, მოლოდინი მართლაც გაამართლა.

Saturday, February 22, 2014

დღე მეშვიდე

    დღეს მოვახდინეთ განხილვა ჩვენი დავალებების, ანუ ჩვენ თვითონ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, შევედით მოსწავლის როლში და წარმოვადგინეთ, ამავე დროს  პრეზენტაციები შევაფასეთ შეფასების რუბრიკის მიხედვით. ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფასილიტაციაზე. ცოტა შევისვენეთ. შემდეგ კი მუშაობა გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე,  დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა . ნელ-ნელა ტრენინგის დასასრულისაკენ მივდივართ და ჩემი პროექტიც ბოლო ეტაპს უახლოვდება. ჩქარა მექნება პროექტის პრეზენტაციაც.

Sunday, February 16, 2014

დღე მეექვსე

       დღეს ისევ და ისევ  პრეზენტაციებზე ვიმუშავეთ. კიდევ განვიხილეთ შეფასების რუბრიკებიც. წავიკითხეთ სახელმძღვანელოში მოდული ოთხი.  ვისწავლეთ  იუთუბზე საჭირო ვიდეოს მონახვა და მისი გამოქვეყნება  ჩვენს ბლოგზე.  შემდეგ კი  ვისწავლეთ დრაივში კითხვარის შექმნა. ასეთი კითხვარები ყოველთვის გამოგვადგება კვლევითი პროექტებისთვის. ძალიან კარგია ის, რომ შეიძლება კითხვარი გავაზიაროთ  ფოსტაზე ან ფეისბუქზე და ვაწარმოოთ გამოკითხვა ინტერნეტში, ან ამოვბეჭდოთ და დავურიგოთ რესპოდენტებს (მათ ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ).

დღე მეხუთე

    დღეს ისევ ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე. განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და შევიტანეთ შესწორებები. ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.  განვიხილეთ შეფასების რუბრიკის  შექმნა  პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.  

Sunday, February 9, 2014

დღე მეოთხე

   დღეს, პროექტის გეგმაში შევიტანე: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ამისათვის პროექტის გეგმა ჯერ ჩამოვტვირთეთ ეკრანზე დრაივიდან, შემდეგ კი ისევ ავტვირთეთ  დრაივში.
    ამის შემდეგ ვიმუშავეთ  ინფორმაციის მოძიებაზე  google ge-ში. საჭირო ინფორმაციის მონიშვნაზე და ჩასმაზე ვორდის დოკუმენტში, ან პოვერ პოინტში. ვისწავლეთ სურათების შენახვა ეკრანზე, შემდეგ კი ჩასმა.  ამის შემდეგ გავხსენით საპრეზენტაციო პროგრამა პოვერ პოინტი და დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროექტისთვის. დღევანდელი დრე ასე დასრულდა,  პრეზენტაციის გაკეთება მეგონა რომ ვიცოდი, დღეს  უფრო კარგად და პროფესიონალურად შევისწავლე კიდევ. დღევანდელი დღეც ჩემთის ნაყოფიერი იყო.
     დიდი მადლობა გიორგის, რომელიც ნებისმიერ ჩვენს შეკითხვას დაუზარებლად პასუხობს. იმედი მაქვს ამ ტრენინგის შემდეგ პროექტებზე კითხვები აღარ მექნება.