Friday, February 28, 2014
Sunday, February 23, 2014
დღე მერვე
დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვამზადეთ ასატვირთად დრაივზე. ძველი ატვირთული მასალები კი წავშალეთ . ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე, სადაც ახალ ჩანართში შევინახეთ. შემდეგ ცალკე ავტვირთე პრეზენტაცია ბლოგზე და გამოვაქვეყნე. შვცვალე ბლოგის დიზაინიც. ერთ დღეც და დასრულდება ჩვენი ტრენინგი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, მოლოდინი მართლაც გაამართლა.
Saturday, February 22, 2014
დღე მეშვიდე
დღეს მოვახდინეთ განხილვა ჩვენი დავალებების, ანუ ჩვენ თვითონ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, შევედით მოსწავლის როლში და წარმოვადგინეთ, ამავე დროს პრეზენტაციები შევაფასეთ შეფასების რუბრიკის მიხედვით. ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფასილიტაციაზე. ცოტა შევისვენეთ. შემდეგ კი მუშაობა გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე, დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა . ნელ-ნელა ტრენინგის დასასრულისაკენ მივდივართ და ჩემი პროექტიც ბოლო ეტაპს უახლოვდება. ჩქარა მექნება პროექტის პრეზენტაციაც.
Sunday, February 16, 2014
დღე მეექვსე
დღეს ისევ და ისევ პრეზენტაციებზე ვიმუშავეთ. კიდევ განვიხილეთ შეფასების რუბრიკებიც. წავიკითხეთ სახელმძღვანელოში მოდული ოთხი. ვისწავლეთ იუთუბზე საჭირო ვიდეოს მონახვა და მისი გამოქვეყნება ჩვენს ბლოგზე. შემდეგ კი ვისწავლეთ დრაივში კითხვარის შექმნა. ასეთი კითხვარები ყოველთვის გამოგვადგება კვლევითი პროექტებისთვის. ძალიან კარგია ის, რომ შეიძლება კითხვარი გავაზიაროთ ფოსტაზე ან ფეისბუქზე და ვაწარმოოთ გამოკითხვა ინტერნეტში, ან ამოვბეჭდოთ და დავურიგოთ რესპოდენტებს (მათ ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ).
დღე მეხუთე
დღეს ისევ ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე. განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და შევიტანეთ შესწორებები. ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. განვიხილეთ შეფასების რუბრიკის შექმნა პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.
Sunday, February 9, 2014
დღე მეოთხე
დღეს, პროექტის გეგმაში შევიტანე: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ამისათვის პროექტის გეგმა ჯერ ჩამოვტვირთეთ ეკრანზე დრაივიდან, შემდეგ კი ისევ ავტვირთეთ დრაივში.
ამის შემდეგ ვიმუშავეთ ინფორმაციის მოძიებაზე google ge-ში. საჭირო ინფორმაციის მონიშვნაზე და ჩასმაზე ვორდის დოკუმენტში, ან პოვერ პოინტში. ვისწავლეთ სურათების შენახვა ეკრანზე, შემდეგ კი ჩასმა. ამის შემდეგ გავხსენით საპრეზენტაციო პროგრამა პოვერ პოინტი და დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროექტისთვის. დღევანდელი დრე ასე დასრულდა, პრეზენტაციის გაკეთება მეგონა რომ ვიცოდი, დღეს უფრო კარგად და პროფესიონალურად შევისწავლე კიდევ. დღევანდელი დღეც ჩემთის ნაყოფიერი იყო.
დიდი მადლობა გიორგის, რომელიც ნებისმიერ ჩვენს შეკითხვას დაუზარებლად პასუხობს. იმედი მაქვს ამ ტრენინგის შემდეგ პროექტებზე კითხვები აღარ მექნება.

Saturday, February 8, 2014
დღე მესამე
ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გეგმაში ჩავსვით საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები. ჩამოვტვირთეთ ეკრანზე პროექტის გეგმა გუგლ დრაივიდან შევიტანეთ ცვლილებები და ისევ ავტვირთეთ ჩვენ საქაღალდეში გუუგლ დრაივზე. შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. კითხვები
პროექტის გეგმიდან:
1.ზოგადი კითხვა: რა არის კვლევა?
2.თემატური კითხვები:
ა) თქვენი აზრით, რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება?
ბ)თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება?
გ) რატომ არის ჩვენი საოფლის ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები?
3.შინაარსობრივი კითხვები:
ა)იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას?
ბ)იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი?
გ)რით ბინძურდება გარემო?
დ)ვინ აბინძურებს გარემოს?
ე)იწვევს თუ არა რაიმე დაავადებას ბინძური გარემო?
ვ)რა არის გარემო?
ვ)რა არის გარემო?
Sunday, February 2, 2014
დღე მეორე
მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯერ ერთმანეთს გავუძიარეთ სავარაუდო განსახორციელებელი პროექტების მონახაზები, შემდეგ ერთმანეთს მივეცით რჩევევები. ვისწავლეთ ბლოგის გახსნა, გავხსენით ახალი ბლოგი ჩვენი ახალი პროექტისთვის, ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი. გამოვაქვეყნეთ პირველი დღის რეზიუმე ჩვენს ბლოგზე. შემდეგ შევქმენით ბუკლეტი(ბროშურა) პროექტისთვის.ჩავდეთ ჩვენს საქაღალდეში. ამის შემდეგ საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში, ანუ შევინახეთ ინტერნეტში.
დღე პირველი
ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ჩვენი ტრენინგის მიზანი და ელექტრონული სახელმძღვანელო, რომელიც არსებობს ინტერნეტში. გავეცანით სახელმძღვანელოს შინაარსობრივ მხარეს, ასევე ჩვენი უცხოელი კოლეგების მიერ განხორციელებული პროექტების გეგმებს.
შევისვენეთ, შემდეგ მიმოვიხილეთ WORD-ის პროგრამა. კიდევ გავიგეთ ბევრი ახალი ნიუანსი ამ პროგრამის შესახებ. მივიღეთ დავალება მეორე ტრენინგისთვის.
არ დავღლილვარ, სასიამოვნო დღე იყო. ინტერესით ველოდები მეორე დღეს.

Subscribe to:
Posts (Atom)