Saturday, February 8, 2014

დღე მესამე

     ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გეგმაში ჩავსვით საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები. ჩამოვტვირთეთ ეკრანზე პროექტის გეგმა  გუგლ დრაივიდან შევიტანეთ ცვლილებები და ისევ ავტვირთეთ ჩვენ საქაღალდეში გუუგლ დრაივზე. შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.  კითხვები
 პროექტის გეგმიდან:
1.ზოგადი კითხვა:   რა არის კვლევა?

2.თემატური კითხვები:
        
ა) თქვენი აზრით, რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება?
ბ)თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება?
გ) რატომ არის ჩვენი საოფლის ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები?

3.შინაარსობრივი კითხვები:  
ა)იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას?
ბ)იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი?
გ)რით ბინძურდება გარემო?
დ)ვინ აბინძურებს გარემოს?
ე)იწვევს თუ არა რაიმე დაავადებას ბინძური გარემო?
ვ)რა არის გარემო?

No comments:

Post a Comment