Saturday, February 8, 2014

დღე მესამე

     ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გეგმაში ჩავსვით საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები. ჩამოვტვირთეთ ეკრანზე პროექტის გეგმა  გუგლ დრაივიდან შევიტანეთ ცვლილებები და ისევ ავტვირთეთ ჩვენ საქაღალდეში გუუგლ დრაივზე. შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.  კითხვები
 პროექტის გეგმიდან:
1.ზოგადი კითხვა:   რა არის კვლევა?

2.თემატური კითხვები:
        
ა) თქვენი აზრით, რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება?
ბ)თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება?
გ) რატომ არის ჩვენი საოფლის ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები?

3.შინაარსობრივი კითხვები:  
ა)იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას?
ბ)იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი?
გ)რით ბინძურდება გარემო?
დ)ვინ აბინძურებს გარემოს?
ე)იწვევს თუ არა რაიმე დაავადებას ბინძური გარემო?
ვ)რა არის გარემო?

Sunday, February 2, 2014

დღე მეორე

   მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯერ ერთმანეთს  გავუძიარეთ  სავარაუდო  განსახორციელებელი პროექტების მონახაზები, შემდეგ ერთმანეთს მივეცით რჩევევები. ვისწავლეთ ბლოგის გახსნა, გავხსენით ახალი ბლოგი ჩვენი ახალი პროექტისთვის, ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი. გამოვაქვეყნეთ  პირველი დღის რეზიუმე ჩვენს ბლოგზე. შემდეგ შევქმენით ბუკლეტი(ბროშურა) პროექტისთვის.ჩავდეთ ჩვენს საქაღალდეში. ამის შემდეგ საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში, ანუ შევინახეთ ინტერნეტში.

   


დღე პირველი

        ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ჩვენი ტრენინგის მიზანი და ელექტრონული სახელმძღვანელო, რომელიც არსებობს ინტერნეტში. გავეცანით სახელმძღვანელოს შინაარსობრივ მხარეს, ასევე ჩვენი უცხოელი კოლეგების მიერ განხორციელებული პროექტების გეგმებს. 
     შევისვენეთ, შემდეგ მიმოვიხილეთ WORD-ის პროგრამა. კიდევ გავიგეთ ბევრი ახალი ნიუანსი ამ პროგრამის შესახებ. მივიღეთ დავალება მეორე ტრენინგისთვის. 
       არ დავღლილვარ, სასიამოვნო დღე იყო. ინტერესით ველოდები მეორე დღეს.